Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
პენიტენციური კოდექსი article 125 მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა. 1. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი, უფლება აქვს, წელიწადში 2-ჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. ორსულ ქალს, 3 წლამდე ბავშვის დედას უფლება აქვს, წელიწადში 3-ჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც. 2. მსჯავრდებულს, რომელიც სარგებლობს ამ კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან რომელსაც არ აქვს შეფარდებული დისციპლინური პატიმრობა, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება დამატებით წელიწადში 2-ჯერ მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება უმაღლესი განათლების მიღების უფლებით სარგებლობის ხელშეწყობის მიზნით. ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები. |
პენიტენციური კოდექსი article 125 3. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა ფორმდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით. მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ვადის არანაკლებ ნახევრისა; ბ) მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ვადის არანაკლებ ორი მესამედისა; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ვადის არანაკლებ სამი მეოთხედისა. 4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს სამსახურის გენერალური დირექტორი, თუ დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები, ამასთანავე, მსჯავრდებული დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულია: ა) სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად; ბ) მისი პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; გ) გადამდები ინფექციური დაავადების გამო. |
პენიტენციური კოდექსი article 125 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შეიძლება მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება. 6. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით შეეცვალოს ხანმოკლე პაემნით ან სატელეფონო საუბრით. 7. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი სამსახურის გენერალურ დირექტორს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოტივი და დანიშნულების ადგილი. 8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შუამდგომლობის განხილვისას გაითვალისწინება: ა) მსჯავრდებულის პიროვნება; ბ) მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა; გ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე; დ) დანიშნულების ადგილი; |
პენიტენციური კოდექსი article 125 ე) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც მსჯავრდებულს დადებითად ან უარყოფითად ახასიათებს. 9. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები: ა) გირაო – არანაკლებ 2 000 ლარისა; ბ) პირადი თავდებობა; გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება. 10. შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებების ერთად გამოყენება. 11. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში. 12. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შემთხვევაში მსჯავრდებული იმავე დღეს უნდა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და უნდა დააფიქსიროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის დაწყების დრო. თუ მსჯავრდებული ობიექტური მიზეზით ვერ ახერხებს აღნიშნულ დაწესებულებაში განსაზღვრულ ვადაში დაბრუნებას, პრობაციის ბიურო უფლებამოსილია გაუგრძელოს მას ვადა არაუმეტეს 2 დღისა. |
პენიტენციური კოდექსი article 125 13. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხარჯები, გარდა ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალების გამოყენების ხარჯებისა, ანაზღაურდება მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის სახსრებით. მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხარჯების ანაზღაურებისგან გათავისუფლების შემთხვევები. 14. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სამსახურის გენერალური დირექტორის მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 15. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის პერიოდში მისი გადაადგილების კონტროლს (მონიტორინგს) ახორციელებს სააგენტო. 16. პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |