Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 64 რეაბილიტაციის რეჟიმში მმართველობის საკითხის გადაწყვეტა. 1. სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანასთან ერთად ამ მუხლით დადგენილი წესით წყვეტს რეაბილიტაციის რეჟიმში მმართველობის საკითხს, კერძოდ: ა) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ მოვალის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი მოვალის მართვაში დატოვება, სასამართლო მოვალეს მართვაში ტოვებს, თუკი ამას გონივრულად და დასაბუთებულად მიიჩნევს; ბ) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ კრედიტორის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი მოვალის მართვაში დატოვება, სასამართლო ისმენს მოვალის მოსაზრებას და მისი თანხმობით მოვალეს მართვაში ტოვებს, თუკი ამას გონივრულად და დასაბუთებულად მიიჩნევს; გ) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ მოვალის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა, სასამართლო ამ კანონის მე-11 მუხლით ან 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით ნიშნავს რეაბილიტაციის მმართველს; დ) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ კრედიტორის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა, სასამართლო ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავს რეაბილიტაციის მმართველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 64 დ.ა) მოვალე შესაგებელთან ერთად წარადგენს კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის წერილობით თანხმობას მოვალის მართვაში დატოვებაზე; დ.ბ) მოვალე სათანადოდ დაასაბუთებს, რომ იგი სამეწარმეო საქმიანობას უძღვებოდა კეთილსინდისიერად, სათანადო ზრუნვის მოვალეობის პრინციპის დაცვით და იმ გონივრული რწმენით, რომ მისი ქმედებები და გადაწყვეტილებები მისთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო. 2. სასამართლო მოვალის მართვაში დატოვებისას მოვალეს რეაბილიტაციის ზედამხედველს უნიშნავს. |