Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ article 48 რჩენის მოვალეობა. 1. რჩენის მოვალეობის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც პირს, რომელსაც რჩენა ესაჭიროება, აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. თუ სარჩენ პირს ამ ქვეყნის სამართლით მარჩენალისაგან სარჩოს მიღება არ შეუძლია, გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ისინი ერთობლივად განეკუთვნებიან. თუ სარჩენ პირს მარჩენალისაგან სარჩოს მიღება არ შეუძლია არც ერთი ამ სამართლის მიხედვით, გამოიყენება საქართველოს სამართალი. 2. არაპირდაპირი ხაზით ნათესავებს შორის რჩენის მოვალეობის არსებობისას მარჩენალს შეუძლია სარჩენი პირის მიმართ გამოიყენოს იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ისინი ერთობლივად განეკუთვნებიან. საერთო მოქალაქეობის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება მარჩენალის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალი. 3. თუ განქორწინება მოხდა საქართველოში, მაშინ განქორწინებულ მეუღლეთა რჩენის მოვალეობის მიმართ გამოიყენება განქორწინების მიმართ გამოყენებული ქვეყნის სამართალი. ეს წესი გამოიყენება ქორწინების შეწყვეტისა და მეუღლეთა დაშორების სხვა ფორმების მიმართაც. 4. თუ სარჩენი პირი და მარჩენალი საქართველოს მოქალაქეები არიან და ამ უკანასკნელს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს, გამოიყენება საქართველოს სამართალი. 5. სამართალი, რომელიც გამოიყენება რჩენის მოვალეობის მიმართ, განსაზღვრავს: |
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ article 48 ა) შეუძლია თუ არა, რა მოცულობით და ვისგან შეუძლია სარჩენ პირს სარჩოს მოთხოვნა; ბ) ვინ არის უფლებამოსილი საალიმენტო საქმის წარმოების წარმართვაზე და რა ვადა გამოიყენება ამ საქმის წარმოებისათვის; გ) მარჩენალის მიერ სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასახდელი ანაზღაურების ოდენობას. 6. სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სარჩენი პირის მოთხოვნილება და მარჩენალის ეკონომიკური მდგომარეობა, მაშინაც კი, როცა სამართალი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენება, სხვა რამეს განსაზღვრავს. |