Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წიაღის შესახებ article 40 წიაღის მეცნიერული, ისტორიული, ესთეტიკური ან სხვა კულტურული მნიშვნელობის მქონე უბნების დაცვა. 1. იშვიათი (უნიკალური) გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური ობიექტების, მინერალური წარმონაქმნების, მეტეორიტების განლაგების ადგილებს, აგრეთვე წიაღის ისეთ უბნებს, რომელთაც აქვთ მეცნიერული, ისტორიული, ესთეტიკური ან სხვა კულტურული მნიშვნელობა, შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეკუთვნოს დაცული ტერიტორიების შესაბამისი კატეგორია. 2. აკრძალულია დაცული ტერიტორიის ფარგლებში ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული დაცვის რეჟიმით. 3. წიაღით სარგებლობისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში წიაღით მოსარგებლე ვალდებულია შეაჩეროს სამუშაოები შესაბამის უბნებზე და ამის შესახებ აცნობოს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. |