Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 9 1. საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია უფასოდ გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს, ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით. 2. საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია ოფიციალური წესით დადგენილი ოდენობის საფასურად გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს, ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს უფრო დიდი ოდენობის ანაზღაურება. 3. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, მიიღოს რაიმე ანაზღაურება საჯარო სექტორში შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ინფორმაცია საჯაროა და მისი მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. |