Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 78 ბავშვის უფლება საკუთარი მოსაზრების გამოხატვაზე და მის სათანადოდ გათვალისწინებაზე. 1. ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. 2. ბავშვის უფლება, მოუსმინონ, არ შეიძლება შეიზღუდოს მის ასაკზე ან სხვა გარემოებაზე მითითებით. ბავშვს უნდა მიეცეს საკუთარი მოსაზრების მისთვის სასურველი ფორმით გამოხატვის შესაძლებლობა. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს უნდა შეექმნას შესაბამისი პირობები, რომლებიც აუცილებელია მის მიერ მოსაზრების გამოსახატავად. 4. ბავშვმა მოსაზრება ადმინისტრაციული ორგანოს ან სხვა მესამე პირის გავლენის გარეშე უნდა გამოხატოს. 5. ბავშვის მიერ მოსაზრების გამოხატვის პროცესს დაკითხვის ფორმა არ უნდა ჰქონდეს. ის მეგობრულ გარემოში თავისუფალი დიალოგის სახით უნდა განხორციელდეს. დიალოგს უნდა ჰქონდეს არა ბავშვთან პაექრობის, არამედ მისი მხარდაჭერის ხასიათი. |