FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  581

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.
1. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში შესაძლებელია ჩაერთოს პროკურორის ან გამომძიებლის გადაწყვეტილებით.
2. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზანია მოწმისთვის და დაზარალებულისთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი ვიქტიმიზაციისა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.
3. პროკურორი ან გამომძიებელი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოწმისა და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით.
4. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხს პროკურორი განიხილავს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ხოლო გამომძიებელი − საქმის სასამართლოში წარმართვამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  581

5. პროკურორმა ან გამომძიებელმა მის მიერ მიღებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს და უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მოწმის/დაზარალებულის საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
6. როდესაც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისთვის ცნობილი გახდება მისი სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს მოწმეს/დაზარალებულს. მოწმეს/დაზარალებულს უფლება აქვს, უარი განაცხადოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე.