FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

article  3

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.
1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები.
2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით.
3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განსაზღვრული ვადით გამოიყოფა ეკონომიკური საქმიანობისათვის და მის ფარგლებში პირები ექვემდებარებიან სპეციალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც დადგენილია ამ კანონით.
4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებანი.
5. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი აღემატება 10 ჰექტარს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა.
6. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება შესასვლელი და გამოსასვლელი – მოეწყობა საბაჟო გამშვები პუნქტი.