FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  156

ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობა.
1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, სასამართლოს აცნობონ იმის შესახებ, რომ არ შეუძლიათ წარადგინონ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ან წარადგინონ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად.
2. შეუტყობინებლობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო შესაბამის ფიზიკურ პირს ან იურიდიული პირის თანამდებობის პირს აჯარიმებს 150 ლარით.
3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან.
4. ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირს პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.