FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  204

1. დაუშვებელია მამხილებლის ან მისი ახლო ნათესავის დაშინება, შევიწროება, იძულება, დამცირება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, დისკრიმინაციული მოპყრობა ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელება მხილების ფაქტთან დაკავშირებით.
2. დაუშვებელია მამხილებლის მიმართ ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართალწარმოების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, აგრეთვე მის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენება მხილების ფაქტთან დაკავშირებული გარემოებების გამო.
3. თუ მამხილებლის მიმართ დისციპლინური წარმოება ან ადმინისტრაციული სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს, ის უნდა შეჩერდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
    ა) დისციპლინური წარმოება, ადმინისტრაციული სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან სისხლის სამართლის პროცესი მხილების ფაქტთან დაკავშირებული არ არის;
    ბ) ამ მუხლით დადგენილი დაცვის გარანტიებით სარგებლობის მიზანია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელყოფა, მისი კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივება.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  204

4. მამხილებლის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენებისას,  ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას შესაბამისი საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს, რომ ეს დაკავშირებული არ არის მხილების ფაქტთან და ამისათვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.
5. ამ მუხლით დადგენილი დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.
6. სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას მხილებასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, თუ ამ საქმეში მონაწილეობის გამო მამხილებლის, მისი ახლო ნათესავის ან მხილების მოწმის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას საფრთხე ემუქრება, მამხილებელი, მისი ახლო ნათესავი, მხილების მოწმე ან განცხადების განმხილველი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს პროკურატურას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
7. მამხილებელი უფლებამოსილია განცხადების განმხილველი ორგანოს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევა გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2014 წლის 2 აპრილის კანონი №2172 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.