Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 794 „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით (შემდგომ − მონრეალის ოქმი) გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოება ან დადგენილი წესის დარღვევით შეძენა/გასხვისება. 1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. 2. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული ნივთიერების თითოეულ კილოგრამზე 150 ლარით, ნივთიერებისა და კონტეინერის კონფისკაციით ან უამისოდ. 3. მონრეალის ოქმით აკრძალული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული ნივთიერების თითოეულ კილოგრამზე 300 ლარით, ნივთიერებისა და კონტეინერის კონფისკაციით ან უამისოდ. 4. მაცივარაგენტის კონტეინერისა და მის შეფუთვაზე მითითებული ინფორმაციის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კონტეინერზე ან/და შეფუთვაზე 100 ლარით, კონტეინერისა და მისი შიგთავსის კონფისკაციით ან უამისოდ. 5. მაცივარაგენტის კონტეინერის შეფერილობის მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კონტეინერზე 25 ლარით. 6. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოება – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 794 7. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დადგენილი წესის დარღვევით შეძენა/გასხვისება − გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული ნივთიერების თითოეულ კილოგრამზე 150 ლარით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღისა და ობიექტის კონფისკაციით. 1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის მფლობელის მიერ აღნიშნული სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 794 2. ნებართვის მფლობელის მიერ მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში აღნიშნული სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს ეკისრება ჯარიმა და მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებები (გარდა კვოტირებული ნივთიერებებისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სამართალდამრღვევის ხარჯით იქნება გატანილი. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 794 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გავრცელდება 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1 ლითონის კონტეინერით „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ჰიდროფთორნახშირბადების არაუმეტეს 13,5 კგ-ის იმპორტის განხორციელებაზე. 5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გავრცელდება მონრეალის ოქმით აკრძალული ნივთიერებების იმპორტზე, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ლაბორატორიულ ან/და კვლევით მიზნებთან და რომელზედაც გაცემულია შესაბამისი ნებართვა. |