FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ზოგადი განათლების შესახებ

article  281

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებია:
    ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა;
    ბ) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მომზადება;
    გ) მასწავლებელთა ასოციაციებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მომზადების უზრუნველყოფა;
    დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების რეგისტრაცია;
    ე) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესის, აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის შემუშავება; ვ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);
    ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავება;
    თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულების შემუშავება და მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის განხორციელება;
    ი) (ამოღებულია - 11.07.2009, №1385);
ზოგადი განათლების შესახებ

article  281

კ) მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა; ლ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822); ლ-1) მოსწავლის ქცევის კოდექსისა და დირექტორის ეთიკის კოდექსის შემუშავება;
    მ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს 2014  წლის 28 ნოემბრის  კანონი №2822  - ვებგვერდი, 15.12.2014წ.