Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საჯარო რეესტრის შესახებ article 151 ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების რეგისტრაცია. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების რეგისტრაცია. 1. სახელმწიფო ტყის ან კერძო საკუთრების ტყის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესებით. 2. სახელმწიფო ტყის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით. 3. სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე. |
საჯარო რეესტრის შესახებ article 151 4. ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, 2012 წლის 1 იანვრამდე იქნა გამოცემული, მიღებული ან შედგენილი. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ტყის საზღვრის კორექტირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად დგინდება, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს. |
საჯარო რეესტრის შესახებ article 151 5. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. ამ მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თანხმობა. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრების რეგისტრაცია არ აჩერებს უძრავ ნივთზე სხვა რაიმე უფლების ან ვალდებულების რეგისტრაციას. |