Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 33 ბოლო ინსტანციის კრედიტორი. 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკსა და მიკრობანკზე, ამ კანონის 31-ე მუხლით ნებადართული სესხების გარდა, გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სესხებისთვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთებზე მეტი და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი აქტივებით. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მათ შორის, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ შემდეგი პირობების ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) სესხისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი გადასახდელები, მათ შორის, პირგასამტეხლო; |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 33 ბ) სესხი უნდა გაიცეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღის ვადით, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღით. თუ ფინანსური კრიზისი არ აღმოფხვრილა ან შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სესხი გასცეს ან მისი ვადა გაახანგრძლივოს ამ ქვეპუნქტით დადგენილზე მეტი ვადით; გ) კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/რეზოლუციის პირობებში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი გეგმით, რომელიც მოიცავს, მათ შორის, დაფინანსების გეგმას; დ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიით. ამასთანავე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენა; ე) ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მიმღებ კომერციულ ბანკს ეროვნულმა ბანკმა დამატებითი მოთხოვნები უნდა დაუწესოს. 4. ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ბოლო ინსტანციის სესხების გაცემის წესებსა და დამატებით პირობებს. |