Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 15 გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის გადაცემა. 1. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სრულად ან ნაწილობრივ სხვა პირს გადასცეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის არსს, განსაზღვრულ პირობებს ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემა გულისხმობს როგორც უფლებების, ისე შესაბამისი მოვალეობების (მათ შორის, ამ გადაწყვეტილების გადაცემამდე ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებების) გადაცემას. 2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის შესახებ სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველია ამ გადაწყვეტილების მფლობელისა და მიმღების ერთობლივი განცხადება, ხელშეკრულება ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის ფაქტს. 3. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გადაცემის შემთხვევაში გადაწყვეტილების მფლობელი და პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, პასუხისმგებელი არიან გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებისა და მათთან დაკავშირებული ვალებულებების შესრულებისთვის. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 15 4. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 41. დაჩქარებული წესით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის სრულად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო გასცემს 10 დღის ვადაში. დაჩქარებული წესით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის სრულად გადაცემისას ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში ერთობლივ განცხადებას უნდა ერთოდეს დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს. 5. პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, ვალდებულია შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 ან 4-1 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 6. სააგენტო ამ მუხლის მე-4 ან 41 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სამართლებრივ აქტს უგზავნის ცენტრს. ცენტრი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მის განთავსებას. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 15 7. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი, რომელიც იმავდროულად არის სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაასხვისებს ლიცენზიის ნაწილს ან მთლიან ლიცენზიას, გამოიყენება ამ კოდექსითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, ხოლო ინფორმაციის გავრცელებისთვის − ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი წესი. |