Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ნარჩენების მართვის კოდექსი article 49 ამ კოდექსის საფუძველზე მისაღები და გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს: ა) „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად; ბ) „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად; გ) „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. 2. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს: ა) „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად; ბ) „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად; გ) „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად. |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 49 21. 2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს საქმიანობები, რომლებზედაც 2028 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები. 3. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად. 4. 2018 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. 5. 2016 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს ერთი ან რამდენიმე კანონქვემდებარე აქტის პროექტი/პროექტები, რომლითაც/რომლებითაც განისაზღვრება ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის და მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 49 6. ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ აქტს იღებს საქართველოს მთავრობა. 7. 2017 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი ცხოველური ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. 8. 2015 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს „კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. 9. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ბრძანებით განსაზღვროს იმ საქმიანობების ნუსხა, რომელთა შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება და რომლებზედაც ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები. 10. სამინისტრომ 2018 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს „ტექნიკური რეგლამენტის − „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, ამ კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. |