Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ტყის კოდექსი article 19 ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია. სახელმწიფო ტყის მართვის სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: ა) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყის ფუნქციური დანიშნულებით დაყოფა „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის“ შესაბამისად; ბ) ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; გ) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; დ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ორგანიზებაში მონაწილეობა; ე) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის გეგმის დამტკიცება; ვ) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენა-გაშენებისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების დაფინანსება ან/და მათ დაფინანსებაში მონაწილეობა და გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი; |
საქართველოს ტყის კოდექსი article 19 ზ) ამ კოდექსით დადგენილი წესით მათ სამოქმედო ტერიტორიებზე ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად (გარდა იმ საქმიანობისა, რომელსაც ახორციელებს მხოლოდ ტყის მართვის ორგანო) შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა და ხელშეკრულების დადება; თ) ტყეში სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ი) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული ტყისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტის ან ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; კ) მათ სამოქმედო ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს შექმნა; ლ) „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდება. |