FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  24

არასრულწლოვანი მოწმის დაცვის ღონისძიებები. არასრულწლოვანი მოწმის საუკეთესო ინტერესების დასაცავად მოსამართლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, არასრულწლოვანი მოწმის, მისი კანონიერი წარმომადგენლის, ადვოკატის ან პროკურორის შუამდგომლობით გამოიტანოს განჩინება:
    ა) არასრულწლოვანი მოწმის გამოსახულების ან/და ხმის შემცვლელი მოწყობილობების გამოყენებით, გაუმჭვირვალი ეკრანის მიღმა ან დისტანციურად დაკითხვის შესახებ;
    ბ) სასამართლო სხდომამდე ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობით არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის და დაკითხვის ვიდეოგადაღების შესახებ;
    გ) სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ;
    დ) ბრალდებულის დროებით სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, თუ არასრულწლოვანი მოწმე უარს ამბობს ბრალდებულის თანდასწრებით ჩვენების მიცემაზე ან თუ არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ შეიძლება არასრულწლოვანმა მოწმემ ბრალდებულის თანდასწრებით არ თქვას სიმართლე ან მოხდეს მისი მეორეული ვიქტიმიზაცია. ამ შემთხვევაში სავალდებულოა საქმის სასამართლოში განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა.