Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
იურიდიული დახმარების შესახებ article 10 იურიდიული დახმარების საბჭო. 1. სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კოლეგიური ორგანო − იურიდიული დახმარების საბჭო (შემდგომ − საბჭო). 2. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრს ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, 3 წევრს − საქართველოს სახალხო დამცველი, 1 წევრს იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატთაგან შეარჩევენ იურიდიული დახმარების ბიუროები, 1 წევრს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთაგან წარადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1 წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისაგან − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 21. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის წესით საბჭოს წევრად უნდა აირჩიოს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს საადვოკატო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. 3. საქართველოს სახალხო დამცველი საბჭოს 1 წევრს წარადგენს თავისი აპარატის შემადგენლობიდან. |
იურიდიული დახმარების შესახებ article 10 4. საქართველოს სახალხო დამცველი საბჭოს 2 წევრს შეარჩევს ღია კონკურსის წესით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისგან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე. 5. საქართველოს სახალხო დამცველმა ღია კონკურსის წესით საბჭოს წევრად უნდა შეარჩიოს საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრი არ შეიძლება ახორციელებდეს საადვოკატო საქმიანობას. 6. საბჭოს წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი და ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრის გამოწვევა დაუშვებელია. 7. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება. |
იურიდიული დახმარების შესახებ article 10 8. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია. საბჭოს ის წევრი, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, შეირჩევა 1 წლის ვადით, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-8−მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ საბჭოს წევრად არჩეული პირების შემადგენლობა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საბჭოს წევრად წარდგენილი პირების შემადგენლობა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ყოველწლიურად განახლდება 1/3-ით. 9. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ 2-ჯერ. 10. საბჭოს სხდომაში დირექტორი მონაწილეობს სათათბირო ხმის უფლებით. 11. საბჭოს სხდომა საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს სხდომის დახურვას. საბჭოს სხდომაზე დასწრების წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით. 12. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო. 13. საბჭო იკრიბება 2 თვეში ერთხელ მაინც. საქართველოს 2018 წლის 22 თებერვლის კანონი №1971 – ვებგვერდი, 26.02.2018წ. |