FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  164

დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას.
1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
2. ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის:
    ა) „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში;
    ბ) „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  164

გ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის სხვაობა ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ თანხასა და ტურისტული საწარმოს ან/და სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს (ობიექტის/მისი ნაწილის) ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) დეკლარირებულ (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით დამატებით დარიცხულ) თანხას შორის.
3. ამ კოდექსის 160-1 მუხლის მე-2 ნაწილის:
    ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება;
    ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა მოიცავდეს:
    ა) გადასახადებს, მოსაკრებლებს, საფასურებს და გადასახდელებს, გარდა დღგ-ისა;
    ბ) თანმდევ ხარჯებს, როგორებიცაა, საკომისიო, შეფუთვის, ტრანსპორტირების, დაზღვევის ხარჯები, რომლებსაც მიმწოდებელი აკისრებს შემძენს.
5. დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  164

ა) ფასდაკლება წინასწარი გადახდისთვის;
    ბ) საქონლის/მომსახურების შემძენისთვის მინიჭებული და მის მიერ მიწოდების მომენტისთვის მიღებული ფასდაკლება ან სხვა დათმობა;
    გ) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის/მომსახურების შემძენისგან მიღებული თანხა, როგორც შემძენის სახელითა და დავალებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ამასთანავე, დასაბეგრი პირი ვალდებულია დაასაბუთოს ამ ქვეპუნქტში მითითებული ხარჯების ფაქტობრივი მოცულობა და მას არ აქვს უფლება, ჩაითვალოს აღნიშნულთან დაკავშირებით გადახდილი დღგ;
    დ) ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი − ამ კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის ლიზინგით მიწოდებისას;
    ე) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით მიღებული/მისაღები პირგასამტეხლო ან სხვა სახის ფულადი ანაზღაურება.
6. მრავალჯერადი ვაუჩერით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ამ ვაუჩერისთვის გადახდილი ანაზღაურება, დღგ-ის გარეშე. ხოლო ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება მრავალჯერად ვაუჩერში ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში მითითებული ღირებულების 1.18-ზე გაყოფის შედეგად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  164

7. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:
    ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;
    ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;
    გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
8. მრავალჯერადი (დაბრუნებადი) საქონლის/ტარის ხარჯები არ შეიტანება დღგ-ით დასაბეგრ თანხაში. ამასთანავე, თუ აღნიშნული საქონელი არ დაბრუნდა, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.