Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ article 2 ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) იძულებით გადასახლებული პირი – პირი, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებში, სსრკ-ის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის №6279 cc დადგენილების საფუძველზე, იძულებით იქნა გადასახლებული; ბ) რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირი – ამ კანონით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლად აღრიცხული პირი; გ) რეპატრიანტი – პირი, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით მოიპოვა რეპატრიანტის სტატუსი; დ) წარმომადგენლობა – საქართველოს დიპლომატიური ან სხვა შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულება საზღვარგარეთ; ე) წარმომადგენელი – უფლებამოსილი პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეპატრიაციის პროცესს საზღვარგარეთ; ვ) სახელმწიფო მინისტრის აპარატი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ზ) ხარვეზი – წარმოდგენილი დოკუმენტის ამ კანონით მოთხოვნილ ფორმასთან შეუსაბამობა ან ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილთაგან რომელიმე დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული თარგმანის არარსებობა. |