Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 81 დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში უფლებამოსილი თანამდებობის პირის/პირების თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან, აგრეთვე იმ უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან შეხვედრის ორგანიზებას, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა; ე) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის/პირებისთვის თავშესაფრის მაძიებლის, აგრეთვე იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დოკუმენტების, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტის (მისი არსებობის შემთხვევაში), ასლების გაგზავნას, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა; ვ) სამინისტროს აწვდის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის, აგრეთვე იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, დაქტილოსკოპიურ მონაცემებს, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 81 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური: ა) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, აწვდის იმავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამინისტროს; ბ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს განუმარტავს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს; გ) სასჯელის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 2 კვირისა, ხოლო სხვა საფუძვლით გათავისუფლებისას – გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა სამინისტროს აცნობებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის, აგრეთვე იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გათავისუფლების თარიღს, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა; |