FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

article  51

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მართვა.
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მართვა ხორციელდება ზონებსა და აგლომერაციებში. ზონები და აგლომერაციები მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
2. ზონები დგინდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების შედეგების, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ინვენტარიზაციის, გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციას ახდენს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილი შეფასების ზედა ზღვრისა და შეფასების ქვედა ზღვრის მიხედვით, არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ. სააგენტოს მიერ დადგენილი კლასიფიკაციის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

article  51

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებისას, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციაზე, უნდა მოხდეს ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში − კლასიფიკაციის შეცვლა.