FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  14

გამონაკლისები ამ თავის მოქმედებიდან.
1. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება:
    ა) საქართველოს ეროვნულ ბანკზე;
    ბ) უცხოურ ცენტრალურ ბანკზე და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე;
    გ) საერთაშორისოდ აღიარებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ფილიალი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტების, მე-17 მუხლისა და მე-18 მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე.
3. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტებისა და მე-17 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საერთაშორისოდ აღიარების საკითხს.