FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ელექტრონული კომერციის შესახებ

article  19

სააგენტოს გადაწყვეტილება.
1. სააგენტო საქმის შესწავლის შედეგად, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.
2. მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო თავისი გადაწყვეტილებით მომსახურების მიმწოდებელს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობის შესრულებას:
    ა) დარღვეული უფლების აღდგენას;
    ბ) ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას.
3. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მომსახურების მიმწოდებელს.
4. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მიაწოდოს მას ინფორმაცია დარღვეული უფლების აღდგენის ან ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
5. მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში სააგენტო მას ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ჯარიმას დააკისრებს.
6. სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:
ელექტრონული კომერციის შესახებ

article  19

ა) იმ მომსახურების მიმწოდებლის რეკვიზიტებს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა საქმის შესწავლა;
    ბ) ფაქტების აღწერას;
    გ) საქმესთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებულ და დამუშავებულ ინფორმაციას;
    დ) სააგენტოს დასაბუთებულ შეფასებას;
    ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიმღების უფლების დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის, დარღვეული უფლების აღდგენის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი ვადის შესახებ მითითებას.
7. სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ამ გადაწყვეტილების სრული ტექსტი, დასაბუთების ჩათვლით, გარდა კანონით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციისა.
8. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის შესახებ შესაბამის ნორმატიულ აქტს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.