FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  31

კონკურსი.
1. კონკურსი არის საჯარო შესყიდვის პროცედურა, რომლის მეშვეობითაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია შეისყიდოს გეგმა ან დიზაინი, მათ შორის, ქალაქისა და სხვა დასახლების დაგეგმარების, არქიტექტურულ და საინჟინრო ან მონაცემების დამუშავების სფეროებში.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შეზღუდოს კონკურსის მონაწილეთა რაოდენობა შესყიდვის პირობებით წინასწარ დადგენილი, მკაფიო და არადისკრიმინაციული შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად. მოწვეულ კანდიდატთა რაოდენობა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად საკმარისი უნდა იყოს.
3. კონკურსს ატარებს სპეციალური ჟიური, რომელიც შედგება კონკურსის მონაწილეთაგან დამოუკიდებელი პირებისგან. ჟიური შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით მოქმედებს. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია კონკურსის მონაწილეებისთვის აუცილებელ პროფესიულ კვალიფიკაციას განსაზღვრავს, ჟიურის ერთ მესამედს მაინც იმავე ან ეკვივალენტური კვალიფიკაციის მქონე პირები უნდა შეადგენდნენ.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  31

4. ჟიურის ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ჟიურის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას აგრეთვე მისი აპარატი. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ჟიურიზე ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლით შესყიდვების კომიტეტისთვის დადგენილი წესები.
5. ჟიური გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელია. იგი შეისწავლის კანდიდატთა მიერ წარდგენილ გეგმებსა და პროექტებს მხოლოდ შესყიდვის პირობებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.
6. ჟიური ადგენს ანგარიშს, რომელშიც აღინიშნება პროექტების რანჟირება, მათი ღირებულებიდან გამომდინარე, აგრეთვე შენიშვნები და დასაზუსტებელი საკითხები. ანგარიშს ხელს აწერენ ჟიურის წევრები. ჟიურის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ანონიმურობა დაცული უნდა იყოს.
7. ჟიური უფლებამოსილია კითხვებზე პასუხის გასაცემად მოიწვიოს კანდიდატები. ჟიური ვალდებულია აწარმოოს სხდომების ოქმები.