FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  377

კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება.
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემძენზე (გარდა დროებითი ბანკისა) სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტი რამდენჯერმე გამოიყენოს, აგრეთვე შემძენის თანხმობით, თავის მიერ წინასწარ დადგენილ ვადაში გამოითხოვოს შემძენზე გასხვისებული რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები და დაუბრუნოს ისინი რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს.
3. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა გადაეცემა ამ კომერციული ბანკის აქციონერებს ან რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს მას შემდეგ, რაც ანაზღაურდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სარეზოლუციო ფონდის ხარჯები (ასეთი ხარჯების არსებობის შემთხვევაში).
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  377

4. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მიუხედავად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა/პროცედურებისა. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების შემძენი არის ამ კომერციული ბანკის აქციონერი, ხოლო რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენი − რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის უფლებამონაცვლე თითოეულ გასხვისებულ აქტივთან და ვალდებულებასთან მიმართებით. თუ შემძენი არ აკმაყოფილებს საგადახდო, საკლირინგო და ანგარიშსწორების სისტემებში მონაწილეობისთვის ან საფონდო ბირჟაზე დაშვებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იგი აღნიშნულ სისტემებში/საფონდო ბირჟაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს 24 თვისა.
5. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერებსა და კრედიტორებს, აგრეთვე სხვა მესამე პირებს, რომელთა აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები არ გასხვისებულა, არ აქვთ უფლებები გასხვისებული აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების მიმართ.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  377

6. შემძენი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო პროცესში მისგან მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო თანხმობა. შემძენისთვის დეპოზიტების გადაცემის შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს მოქმედი საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  377

7. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების შედეგად აღნიშნული კომერციული ბანკის კაპიტალში შემძენის (მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრის) პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ეროვნული ბანკი ამ კანონის 8-1 მუხლით დადგენილი წესით აღნიშნული კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ განაცხადს განიხილავს გამარტივებული პროცედურით, ისე, რომ არ შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობა. თუ რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად წარმართვისათვის აუცილებელია ამ მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის დაუყოვნებლივ გამოყენება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შეფასების გარეშე განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება და ეროვნული ბანკის  მიერ შეფასების განხორციელებამდე შეზღუდოს აქციებთან დაკავშირებული ხმის უფლებები ან/და მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ხმის უფლებებს თავად ეროვნული ბანკი გამოიყენებს. აღნიშნული შეფასების შედეგების საფუძველზე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემძენს მოსთხოვოს აქციების გასხვისება, თუ აღმოჩნდება, რომ შემძენი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  377

8. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების პროცესი გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად უნდა წარიმართოს და ამ პროცესის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი გასხვისების ფასის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გაზრდა და ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა. ეს არ გამორიცხავს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას, ერთი პირისთვის შეთავაზებით გაასხვისოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები, აქტივები ან/და ვალდებულებები, თუ სხვაგვარად შეიძლება შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის ეფექტიანობა და საფრთხე შეექმნას რეზოლუციის მიზნების მიღწევას.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას შეიძლება გადავადდეს ან დაცული არ იქნეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები.
10. კომერციული ბანკის აქციები უნდა გასხვისდეს მისი აქციონერების  წილობრივი მონაწილეობის პროპორციულად.