Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 122 საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება. 1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული კომიტეტები საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს განიხილავენ ამ 1 თვის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 2. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი წევრის მოხსენებით, რომელიც სხდომაზე დამსწრეთ გააცნობს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს. ამის შემდეგ ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს პლენარულ სხდომაზე წარადგენს საინიციატივო ჯგუფის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებულ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს − პარლამენტის წევრთა მიერ დანიშნული წარმომადგენელი. 3. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი სამი მოსმენით განხილული და მიღებული უნდა იქნეს ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის მიერ კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვისა და მიღებისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 122 4. ამ რეგლამენტის 115-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კონსტიტუციური კანონის პროექტს მომდევნო მოწვევის პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. მისი მოხსენების დასრულების შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები ამ რეგლამენტის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 5. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის დაჩქარებული ან გამარტივებული წესით განხილვა და მიღება დაუშვებელია. 6. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების წარდგენა დაუშვებელია. |