Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 39 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფის და ეროვნული სისტემის განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისა და ეროვნული სისტემის სხვა სუბიექტებისთვის წარდგენა; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის უშუალოდ განხორციელება; დ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული სისტემის მონაწილე სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ეროვნული კონცეპტუალური დოკუმენტებიდან გამომდინარე უწყებრივი კონცეპტუალური დოკუმენტებისა და უწყებრივი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; ე) (ამოღებულია - 02.04.2019, №4407); ვ) ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე დაუყოვნებლივ რეაგირების მიზნით სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ორგანიზება, განვითარება და მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 39 ზ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის მართვის კოორდინაცია, გარდა ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; რეაგირების ძალების მართვის ორგანიზება და სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციის მართვის კოორდინაცია, გარდა ამ კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ი) საომარი მდგომარეობის დროს კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის გეგმითა და სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულება; კ) საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით რისკის მუდმივი იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება, პრევენციული ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით; ლ) მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნისა და განვითარების ორგანიზება, ამ სისტემის ფარგლებში საჭირო მონაცემების შეგროვება და დამუშავება; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 39 მ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის საჯაროობის, გამჭვირვალობის, თავისუფალი ხელმისაწვდომობისა და გავრცელების უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა; ნ)საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების ნებაყოფლობით ჩაბმის ორგანიზება, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეთა სისტემის განვითარების ხელშეწყობა; ო) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე ზედამხედველობის განხორციელება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მათზე სათანადო რეაგირება; პ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვა, ქვეყანაში სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტებთან დაკავშირებით არსებული ვითარების მონიტორინგი და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სფეროში პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მინისტრისთვის წარდგენა; ჟ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების მუდმივი ანალიზი და ვითარების შესახებ მინისტრის ინფორმირება, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 39 რ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა; ს) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფში გავლის ორგანიზება; ტ) კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა; კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; მეწარმე სუბიექტთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ორგანიზება; მეწარმე სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის თანამშრომელთა მომზადება ან გადამზადება; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 39 უ) კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა; კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; მეწარმე სუბიექტთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) ორგანიზება; მეწარმე სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) თანამშრომელთა მომზადება ან გადამზადება; ფ) სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით მეხანძრე-მაშველთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უზრუნველყოფა, აგრეთვე შესაბამის მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; ქ) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715); ღ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ყ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის სისტემის ორგანიზება; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 39 შ) საგანგებო სიტუაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების, საკომუნიკაციო გეგმებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ჩ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება. |