Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 148 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა. 1. დასახლებების კეთილმოწყობის წესების დარღვევა, აგრეთვე დასახლებებში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფის წესების დაუცველობა, საწარმოებისათვის, დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის მიმაგრებული ან/და მიმდებარე ტერიტორიის მოუვლელობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით. 3. თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გარდა წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, – გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. 4. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 148 გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 1. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი პირუტყვს გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე და ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომამდე განახორციელებს მის მოვლა-პატრონობას. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 2. სამართალდამრღვევის მიერ ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |