Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 220 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და ადგენს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 45-ე, 45-1 და 166-ე მუხლებით და ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის მიერ, აგრეთვე რომლებიც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 196-3, 196-6 და 197-1 მუხლებით და ჩადენილია პირის მიერ; ბ) უფლებამოსილია განიხილოს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და დაადოს ადმინისტრაციული სახდელები იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 171-1 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის) და 194-1, 196-1, 196-7, 197-ე, 197-3, 198-ე, 198-1 და 198-2 მუხლებით. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სუბიექტებს. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 220 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 45-ე, 45 - -1 და 166-ე მუხლებით და ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე იმავე სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ, აგრეთვე რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 196 -3 , 196 -6 და 197 -1 მუხლებითა და 197 -3 მუხლის მე-2 ნაწილით და ჩადენილია პირის მიერ; ბ) განიხილოს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და მიიღოს შესაბამისი დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება), აგრეთვე გასცეს სააღსრულებო ფურცელი იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 171 -1 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის), 182 -5 , 194 -1 , 196 -1 , 196 -7 და 197-ე მუხლებით, 197 -3 მუხლის პირველი ნაწილითა და 198-ე−198 -2 მუხლებით. 2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება: |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 220 ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, დადგენილების (მათ შორის, ელექტრონული დადგენილების) მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირები, აგრეთვე ამ კოდექსით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისთვის საჭირო სხვა უფლებამოსილებების განმახორციელებელი სუბიექტები; |