FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 11

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  14

ნ -1) განკარგულებით განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს; ნ-2) (ამოღებულია - 27.06.2024, №4341);
    ო) განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/ საპლებისციტო ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერის, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;
    პ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;
    ჟ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და დაუყოვნებლივ განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის ცესკოს ვებგვერდზე განთავსებასაც;
    რ) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს;
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  14

ს) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას და გავრცელებას;
    ტ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულებას და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსების დებულებებს;
    უ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული სწავლების მონიტორინგს;
    ფ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას, მათ შორის, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას − გადაწყვეტილებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  14

ქ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით – ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის. საარჩევნო უბნების იმ ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზედაც უნდა განთავსდეს;
    ღ) დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებით წესს და კენჭისყრის პროცედურებს;
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  14

ღ-1) უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მათ მიერ დანიშნული დამკვირვებლების, მედიის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით განაცხადების წარდგენის, საარჩევნო რეგისტრაციის/აკრედიტაციის ჩატარების, პარტიების/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე სხვა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა;
    ყ) ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე განკარგულებით ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას; ყ-1) განკარგულებით ადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და საწვავით უზრუნველყოფის წესს;
    შ) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს;
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  14

შ -1) დადგენილებით განსაზღვრავს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებს;
    ჩ) განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას;
    ც) აწარმოებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზას , რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ ; რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან ; რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის ; ც-1) აწარმოებს სერტიფიკატის (საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატის) მფლობელ პირთა მონაცემების ბაზას, რომელიც მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  14

ძ) დადგენილებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულებას;
    წ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს;
    ჭ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს;
    ხ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს;
    ჯ) განკარგულებით ადგენს საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში არჩევნების ჩატარების წესსა და ვადებს; ჯ -1) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს; ჯ -2) განკარგულებით ირჩევს ცესკოს წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ჯ-3) ერთდროულად სხვადასხვა სახის არჩევნების ჩატარების შემთხვევაში განკარგულებით ადგენს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის დამატებით წესსა და ვადებს; ჯ-4) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა განკარგულებით განსაზღვრავს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებათა ჩამონათვალს;
    ჰ) განკარგულებით ადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის;
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  14

ცესკოს უფლებამოსილება.
1. ცესკო:
    ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;
    ბ) დადგენილებით იღებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს; ბ-1) დადგენილებით განსაზღვრავს ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს; ბ -2) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მორიგი, ხელახალი და რიგგარეშე არჩევნების გამართვას;
    გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;
    დ) განკარგულებით განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირების პირობებსა და წესს;
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  14

ე) ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს ან/და აზუსტებს მათ საზღვრებს;
    ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;
    ზ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;
    თ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;
    ი) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  14

კ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ამ კანონით საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში ცესკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე; კ -1) განკარგულებით განსაზღვრავს საარჩევნო კოლეგიაში პოლიტიკური პარტიების მიერ დასასახელებელ წევრთა კვოტებს; კ-2) განკარგულებით ამტკიცებს საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილი წესით; კ-3) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს და მისი წარმდგენი საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენელს;
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  14

ლ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), ქალაქ თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით გამართული არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ლ -1) ადგენს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
    მ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;
    ნ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;