FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

article  63

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ძალაში შესვლიდან 5 თვეში შეიმუშაოს და მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები:
    ა) „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
    ბ) „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
    გ) „დაავადებების, ანატომიური ან გონებრივი დეფექტების ნუსხა, რომელთა არსებობის შემთხვევაში დასაშვებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალურ პირობებში შრომა“ დამტკიცების თაობაზე; დ)(ამოღებულია).
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2007 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.
3. იმ პირებს , რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადა გაუვიდათ ან გაუვათ 2007 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 მაისამდე , შეუნარჩუნდეთ აღნიშნული სტატუსი ხელახალ გადამოწმებამდე , მაგრამ არა უგვიანეს 2007 წლის 1 მაისისა .
4. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 აპრილამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტები.