FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  55

ვეტერინარული კარანტინისა და მცენარეთა კარანტინის დაწესება და მოხსნა.
1. საკარანტინო მავნე ორგანიზმისა და გადამდები დაავადების აღმოჩენისას განსაზღვრული ტერიტორია საკარანტინო ზონად ცხადდება.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარული კარანტინი და მცენარეთა კარანტინი, გარდა ამ კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროფილაქტიკური კარანტინისა, წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:
    ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის მიერ;
    ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
3. საკარანტინო ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.