Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 79 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო: ა) სამინისტროს მიერ გაცემული თავშესაფრის მაძიებლის ცნობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფრის მაძიებელზე გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას, ხოლო საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე – დროებითი ბინადრობის მოწმობას; ბ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ლტოლვილზე ან დამატებითი დაცვის მქონე პირზე გასცემს, შესაბამისად, სამგზავრო დოკუმენტს ან სამგზავრო პასპორტს; გ) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას და გასცემს შესაბამის მოწმობას; დ) თავშესაფრის პროცედურის ეფექტიანად აღსრულებისთვის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველსაყოფად სამინისტროს უზიარებს ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაცემის, მის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ფლობის/მოპოვების, აგრეთვე მისი გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. |