Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 53 საბაჟო ფორმალობების განხორციელება, საპასპორტო და სხვა წესების გამოყენება. საჰაერო ხომალდებზე, ეკიპაჟსა და საჰაერო ხომალდზე მყოფ მგზავრებზე (მათ შორის, მათ ქონებაზე), რომლებიც შემოდიან საქართველოში ან გადიან საქართველოდან (მათ შორის, ტრანზიტით, საქართველოს ტერიტორიის გავლით), ვრცელდება საქართველოს საპასპორტო, სანიტარიული, საკარანტინო, შემოსვლა-გასვლის, ქონების შემოტანა-გატანის, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო მიმოსვლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი და სხვა წესები. მუხლი 54. საერთაშორისო ფრენის შესრულება საჰაერო ხომალდსა და საავიაციო პერსონალს უფლება აქვთ, შეასრულონ საერთაშორისო ფრენა და გასწიონ მომსახურება სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის (სერტიფიკატის, მოწმობის) საფუძველზე. |