Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ article 3 ინვესტორის უფლებები. 1. საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას უცხოელი ინვესტორის უფლებები და გარანტიები არ შეიძლება იყოს იმ უფლებებზე და გარანტიებზე ნაკლები, რომლითაც სარგებლობს საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა . 2. ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში ნებისმიერი სახის ვალუტით გახსნას მიმდინარე და სხვა ანგარიშები. 3. ინვესტორს უფლება აქვს აიღოს სესხი საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ არსებული საბანკო და საფინანსო დაწესებულებებიდან, ან ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან. 4. ინვესტორს უფლება აქვს შეიძინოს აქციები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები და როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ არსებული ქონება. 5. ინვესტირების შედეგების ფლობის, გამოყენების, განკარგვის უფლებები ინვესტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაეცეს სხვა იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირს კანონით დადგენილი წესით. უფლებების ასეთი გადაცემისას მხარეთა ურთიერთობა წესრიგდება ხელშეკრულების საფუძველზე “; მე-5_7-ე პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-6_8-ე პუნქტებად. |
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ article 3 6. უცხოელ ინვესტორს, გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების გადახდის შემდეგ, აქვს ინვესტიციებიდან მიღებული მოგების (შემოსავლის) და სხვა ფულადი სახსრების საქართველოს საბანკო დაწესებულებაში საბაზრო კურსით კონვერსიისა და საზღვარგარეთ შეუზღუდავი რეპატრიაციის უფლება. ასეთი სახსრები შეიძლება იყოს: ა) ნებისმიერი შენატანი უცხოური ინვესტიციით შექმნილი ობიექტის კაპიტალში; ბ) ნებისმიერი მოგება და დივიდენდი, ისევე, როგორც უცხოური ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი გაყიდვით ან ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი სახსრები; გ) სახელშეკრულებო, მათ შორის სასესხო ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდები; დ) ქონების სარგებლობის უფლების გადასახადი, რომელიც წინასწარ განისაზღვრება, როგორც სხვისი ქონების, მათ შორის ბუნებრივი რესურსების, საავტორო უფლებების, პატენტის გამოყენებით მიღებული შემოსავლის პროცენტი (საროიალთო გადახდა), აგრეთვე მმართველობითი და სხვა ქირის გადახდა. 7. უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს საზღვარგარეთ გაიტანოს მის საკუთრებაში არსებული ქონება. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკოტრების, დანაშაულის ჩადენის ან სამოქალაქო ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. |