FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  161

რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა.
1. თუ ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან და არ არსებობს საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, ამ კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს რეექსპორტის შეტყობინება.
2. რეექსპორტის შეტყობინება უნდა შეიცავდეს თავისუფალი ზონის პროცედურისთვის ან დროებით შენახვის დასრულებისთვის აუცილებელ მონაცემებს.
3. საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას რეექსპორტის შეტყობინების შესავსებად სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება, თუ ეს სისტემა შეიცავს ამ შეტყობინებისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია შესაბამისი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე.
4. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას რეექსპორტის შეტყობინების ნაცვლად შეტყობინების წარდგენა და, შესაბამისად, წვდომა რეექსპორტის შეტყობინებასთან დაკავშირებულ შესაბამის მონაცემებზე რეექსპორტის შეტყობინების წარმდგენი პირის კომპიუტერულ სისტემაში.
5. რეექსპორტის შეტყობინების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის წესი, ვადა და შემთხვევები, როდესაც რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა არ ხდება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.