Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 752 ხელშეკრულების ფორმა. 1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. 2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს სასესხო მაკლერის გასამრჯელოს ოდენობა სესხიდან განსაზღვრული პროცენტის მითითებით; გარდა ამისა, ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: სესხის ოდენობა, ვადა, პროცენტი, გადახდის დრო, გადახდის კურსი, პროცენტის ვადის ხანგრძლივობა, დამატებითი ხარჯები, შემკვეთის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხა, სესხის მიმცემის სახელი და მისამართი. ეს წესები არ გამოიყენება, როცა შეკვეთა ეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხს ან მიწის ნაკვეთის შესაძენად გაცემულ სესხს, რომელიც შემკვეთმა უნდა გამოიყენოს თავისი დამოუკიდებელი პროფესიული ან სამეწარმეო ანდა საუწყებო თუ სამსახურებრივი საქმიანობისათვის. 3. ხელშეკრულების ტექსტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სესხის გაცემის შუამდგომლობასთან. სასესხო მაკლერმა შემკვეთს უნდა გადასცეს ხელშეკრულების ასლი. |