FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

article  2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო − საქართველოს სახელმწიფო გერბი, საქართველოს სახელმწიფო დროშა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;
    ბ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო: ბ.ა) საჯარო დაწესებულების (შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის) ემბლემა; ბ.ბ) საჯარო დაწესებულების დროშა, დროშების ერთობლიობა; ბ.გ) საჯარო დაწესებულების დროშებისა და სიმბოლოების ერთობლიობა; ბ.დ) ინსიგნია; ბ.ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, უწყებრივი ჯილდო; ბ.ვ) საქართველოს სახელმწიფო სამხედრო წოდების, სახელმწიფო სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშანი; საქართველოს თავდაცვის ძალების სახეობის, სამხედრო დანაყოფის, სამხედრო ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშანი; ბ.ზ) მუნიციპალიტეტის გერბი, მუნიციპალიტეტის დროშა; ბ.თ) საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშანი; ბ.ი) საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; ბ.კ) საჯარო დაწესებულების ბლანკის ნიმუში, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო; ბ.ლ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო;
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

article  2

გ) სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება: გ.ა) სამხედრო აღლუმი; გ.ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება; გ.გ) საქართველოს ტერიტორიაზე გამართული სარიტუალო, საერთაშორისო, სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს;
    დ) ემბლემა – საჯარო დაწესებულების, საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საჯარო დაწესებულების მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობისა და უფლებამოსილებების პირობითი, სიმბოლური გამოსახულება, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ჰერალდიკური ნორმების დაცვით;
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

article  2

ე) ინსიგნია − საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობისა და უფლებამოსილებების პირობითი, სიმბოლური გამოსახულება: დროშა, სამკერდე მედალიონი, კვერთხი;
    ვ) დროშების ერთობლიობა − დროშები, რომლებითაც სიმბოლურად გადმოიცემა საჯარო დაწესებულებისა და საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საჯარო დაწესებულების მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იერარქიული ურთიერთდამოკიდებულება;
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

article  2

ზ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდო − ორდენი, მედალი, რომლებიც განისაზღვრება კანონით;
    თ) უწყებრივი ჯილდო − მედალი, მედალიონი, სამკერდე ნიშანი, სიგელი, დიპლომი, რომლებიც მტკიცდება საჯარო დაწესებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტით, ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით;
    ი) საჯარო დაწესებულება − „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №814 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.