Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ article 631 1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და მის ბაზაზე, სააგენტოს გარდაქმნის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით შეიქმნას ანალოგიური ფუნქციებისა და უფლებამოსილებების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლედ. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა: ა) დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულება; ბ) უზრუნველყოს სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა; გ) 2012 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება. |
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ article 631 4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივ აქტებს 2012 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა. |