Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 35 წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმები. 1. წყლის მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ეკონომიკური მექანიზმები ეფუძნება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპს. 2. „ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპის განხორციელებისთვის, წყალსარგებლობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და წყლის რესურსების სარგებლობის ხარჯები გათვალისწინებული იქნება ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დადგენისას. 3. სპეციალური წყალსარგებლობის ფორმით ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების შემთხვევაში წყალმოსარგებლე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის იხდის მოსაკრებელს, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის ოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მდგრად მართვას და, შესაბამისად, გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელებას. |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 35 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება აგრეთვე ვრცელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, რომლებსაც აქვთ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან/და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა. |