Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 39 პარტიული სიების წარდგენა. 1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიებს. 2. არჩევნებში მონაწილე ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს 1 პარტიული სია. 3. წარდგენილ სიაში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 21-ზე ნაკლები და 30-ზე მეტი. 5. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. 6. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 39 61. პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას მასში შეყვანილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვროს ამ კანონის №1 დანართით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტიდან რომელიმე მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად. კერძოდ, აღნიშნულ პარტიულ სიაში ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ მიუთითოს იმ მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განისაზღვრება იგი. პარტიას უფლება არა აქვს, რომელიმე მუნიციპალიტეტისთვის ამ მუნიციპალიტეტის დელეგატობის ერთზე მეტი კანდიდატი განსაზღვროს. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განისაზღვროს. თუ პირი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად ამ პუნქტის დარღვევით განისაზღვრა, უსკოს თავმჯდომარე სათანადო პარტიის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და მისი აღმოფხვრისთვის 3-დღიან ვადას განუსაზღვრავს. შეუსაბამობის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში აღნიშნული პირი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად არ განისაზღვრება. რომელიმე მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრული უმაღლესი საბჭოს წევრი მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ცნობიდან უფლებამოსილების შეწყვეტამდე პერიოდში ამ მუნიციპალიტეტის დელეგატად მიიჩნევა, თუ პარტიამ, რომელმაც იგი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრა, უმაღლესი საბჭოს შესაბამის არჩევნებში მონაწილე იმ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო, რომლებმაც აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მისცეს ხმა. თუ ამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა პარტიამ თანაბარი რაოდენობით მიიღო, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ამ პუნქტის მიზნებისთვის უპირატესობა ენიჭება უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომლის მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განმსაზღვრელმა პარტიამაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 39 7. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა წარუდგინოს, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 9. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ-1) სქესი; გ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით); დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ე) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება); ვ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ზ) (ამოღებულია - 19.07.2024, №96-რს); 10. სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) სქესი; დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით); ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 39 ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება); ზ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, აღინიშნება „უმუშევარი“); თ) (ამოღებულია - 19.07.2024, №96-რს); ი) საქართველოში არანაკლებ 5 წლის ცხოვრების ფაქტი; კ) (ამოღებულია - 08.08.2020, №134); ლ) თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით; მ) ბოლო არჩევნებით უმაღლესი საბჭოს წევრად ყოფნის ფაქტი; ნ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი. 11. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათს პარტიის წარმომადგენელს წინასწარ გადასცემს უსკო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 8 აგვისტოს კანონი №134 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 12.08.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ. |