Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 191 სასაქონლო ნიშნის დაყოფა. 1. სასაქონლო ნიშანი შეიძლება დაიყოს ორ ან ორზე მეტ იდენტურ სასაქონლო ნიშნად მათთვის დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომრების მინიჭებით, იმ პირობით, რომ არ მოხდება დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხდება დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა, საქპატენტი სასაქონლო ნიშნის მფლობელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. სასაქონლო ნიშნის დაყოფისთვის გადაიხდება დადგენილი საფასური. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 4. სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი მონაცემების რეესტრში შეტანის დღიდან. 5. სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ განცხადების შეტანამდე გადახდილი ყველა საფასური გადახდილად და ყველა შესაბამისი მოთხოვნა წარდგენილად მიიჩნევა დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი თითოეული სასაქონლო ნიშნისთვის. |
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 191 6. სასაქონლო ნიშნის დაყოფის საფუძველზე წარმოშობილ სასაქონლო ნიშნებს უნარჩუნდება თავდაპირველი სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანისა და პრიორიტეტის თარიღები. 7. დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნები შეიძლება ერთ სასაქონლო ნიშნად გაერთიანდეს. |