FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

წიაღის შესახებ

article  42

სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ძირითადი მოთხოვნები.
1. სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
    ა) ზუსტად აღირიცხოს ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების მდგომარეობა, მათი დინამიკა, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები და დანაკარგები;
    ბ) უზრუნველყოფილ იქნეს საბადოს დამუშავება შესაბამისი დონის გეოლოგიურ-სამარკშეიდერო სამუშაოების ჩატარებითა და საჭირო ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის წარმოებით;
    გ) საბადოს დამუშავებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა საბადოების დაზიანება;
    დ) შენარჩუნებულ იქნეს საბადოს დამუშავებისას წიაღში დარჩენილი მარაგი და მოხდეს გზადაგზა მოპოვებული, მაგრამ დროებით გამოუყენებელი წიაღისეულის შენახვა და აღრიცხვა;
    ე) რაციონალურად იქნეს ათვისებული ქანები და ოპტიმალურად განთავსდეს ისინი მომავალში გამოსაყენებლად;
    ვ) სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოფილ იქნეს მუშაკთა და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება;
    ზ) დაიცვან წიაღი და გარემოს სხვადასხვა ობიექტები, შენობები და ნაგებობები;
    თ) გაითვალისწინონ შესაძლო ავარიები და შეიმუშაონ მათი ლიკვიდაციის გეგმები;
    ი) შეინარჩუნონ ეკოლოგიური წონასწორობა;
წიაღის შესახებ

article  42

კ) დაამუშაონ მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადო, ნავთობისა და გაზის საბადო, ბუნებრივი წყალბადის საბადო, აგრეთვე მიწისქვეშა წყლების საბადო მომპოვებელ საწარმოთა დამტკიცებული პროექტების, სამთო სამუშაოების გეგმებისა და ტექნოლოგიური სქემების შესაბამისად. მუხლი 43. (ამოღებულია)