FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პოლიციის შესახებ

article  51

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანება.
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
    ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;
    ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
    გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამინისტრო უზრუნველყოფს ამ პოლიციელის სამინისტროს სისტემაში, მისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამინისტრო ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს პოლიციელის დასაქმებას, უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, მას ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.
4. პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი დგინდება კანონით დადგენილი წესით.