FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 10

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  6

ტერმინთა განმარტება.
1. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
    ბ) პირი: ბ.ა) ფიზიკური პირი; ბ.ბ) პირთა გაერთიანება, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობებში, მაგრამ არ აქვს იურიდიული პირის სტატუსი; ბ.გ) საწარმო ან ორგანიზაცია;
    გ) საქართველოში დაფუძნებული პირი − საქართველოს მოქალაქე ან/და პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში გადასახადის გადამხდელად;
    დ) საბაჟო ფორმალობა – დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  6

ე) ზოგადი დეკლარაცია − დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით, დადგენილ ვადაში აცნობებს საბაჟო ორგანოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესახებ;
    ვ) დროებით შენახვის დეკლარაცია − დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ საქონელი დროებით არის შენახული;
    ზ) საბაჟო დეკლარაცია − დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს;
    თ) რეექსპორტის დეკლარაცია − დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს უცხოური საქონლის (გარდა თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული უცხოური საქონლისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა;
    ი) რეექსპორტის შეტყობინება − დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  6

კ) დეკლარანტი − პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს თავისი სახელით წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებით შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას, ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება;
    ლ) საბაჟო პროცედურა − ნებისმიერი პროცედურა, რომელშიც შეიძლება მოექცეს საქონელი ამ კოდექსის შესაბამისად, კერძოდ: ლ.ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება; ლ.ბ) სპეციალური პროცედურები; ლ.გ) ექსპორტი;
    მ) დროებით შენახვა − იმ უცხოური საქონლის მდგომარეობა, რომელიც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ დროებით, მისი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენიდან საბაჟო პროცედურაში მოქცევამდე/რეექსპორტამდე არის შენახული;
    ნ) საბაჟო ვალდებულება − პირის ვალდებულება, გადაიხადოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი იმპორტის გადასახადი;
    ო) ვალდებული პირი − პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება;
    პ) საბაჟო სტატუსი − საქონლისთვის მინიჭებული საქართველოს საქონლის სტატუსი ან უცხოური საქონლის სტატუსი;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  6

ჟ) საქონელი – საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი;
    რ) საქართველოს საქონელი: რ.ა) საქონელი, რომელიც მთლიანად მიღებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და არ შეიცავს უცხო ქვეყნიდან შემოტანილ საქონელს ან არ არის წარმოებული უცხო ქვეყნიდან შემოტანილი საქონლისგან; რ.ბ) უცხო ქვეყნიდან/თავისუფალი ზონიდან შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი; რ.გ) საქონელი, რომელიც მიღებულია ან წარმოებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამ ნაწილის „რ.ა“ და რ.ბ“ ქვეპუნქტებით ან მხოლოდ „რ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისგან; რ.დ) გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც ექსპორტის პროცედურაში უნდა მოექცეს;
    ს) უცხოური საქონელი − საქონელი, რომელიც ამ ნაწილის „რ“ ქვეპუნქტით არ არის გათვალისწინებული, ან საქონელი, რომელმაც დაკარგა საქართველოს საქონლის სტატუსი;
    ტ) საქონლის გაშვება – საქონლის განკარგვის უფლების ან/და საქონლით სარგებლობის უფლების მინიჭება საქონლის მიმართ გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების შესაბამისად;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  6

უ) საბაჟო ზედამხედველობა – საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება;
    ფ) საწარმო − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო;
    ქ) ორგანიზაცია − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ორგანიზაცია;
    ღ) გადამუშავებული პროდუქტი – შიდა გადამუშავების პროცედურაში ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონელი;
    ყ) საქონლის წარდგენა − საბაჟო ორგანოში, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე ან მასთან შეთანხმებულ სხვა ადგილზე (შემდგომ − საბაჟო ორგანოსთვის) საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის მიწოდება;
    შ) საქონლის მფლობელი − საქონლის მესაკუთრე, საქონლის განკარგვის უფლების მქონე პირი ან პირი, რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი;
    ჩ) პროცედურის მფლობელი: ჩ.ა) პირი, რომელიც წარადგენს საბაჟო დეკლარაციას ან რომლის დავალებითაც არის წარდგენილი დეკლარაცია; ჩ.ბ) პირი, რომელსაც გადაეცა საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები;
    ც) საქონლის გადამუშავების ოპერაცია: ც.ა) საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა, სხვა საქონლისთვის მორგება; ც.ბ) საქონლის წარმოება;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  6

ც.გ) საქონლის განადგურება; ც.დ) საქონლის შეკეთება, მათ შორის, მისი აღდგენა და სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა; ც.ე) იმ საქონლის გამოყენება, რომელიც არ იდენტიფიცირდება გადამუშავებულ პროდუქტში, მაგრამ რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავებული პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი გადამუშავების პროცესში მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება;
    ძ) გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავებული პროდუქტის ოდენობა ან ამ ოდენობის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია შიდა გადამუშავების პროცედურაში ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული, განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად;
    წ) გადაწყვეტილება − საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული ქმედება ან/და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც პირის ან დაინტერესებულ პირთა მიმართ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;
    ჭ) გადამზიდავი: ჭ.ა) საქონლის შემოტანის შემთხვევაში − პირი, რომელსაც შემოაქვს საქონელი ან რომელიც პასუხისმგებელია საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაზიდვისთვის. ამასთანავე:
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  6

ჭ.ა.ა) კომბინირებული გადაზიდვისას გადამზიდავი არის პირი, რომელიც ორგანიზებას უწევს იმ სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებას, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ თავისი სვლით გადაადგილდება; ჭ.ა.ბ) საზღვაო ან საჰაერო გადაზიდვისას გადამზიდავი არის პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას და გასცემს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაზიდვის დოკუმენტს; ჭ.ბ) საქონლის გატანის შემთხვევაში − პირი, რომელსაც გააქვს საქონელი ან რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გადაზიდვისთვის. ამასთანავე: ჭ.ბ.ა) კომბინირებული გადაზიდვისას, როდესაც თავისი სვლით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალება გადაზიდავს სხვა სატრანსპორტო საშუალებას და თავისი სვლით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ მის მიერ გადაზიდული სატრანსპორტო საშუალება გადაადგილებას თავისი სვლით განაგრძობს, გადამზიდავად მიიჩნევა პირი, რომელიც მართავს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც გადაადგილებას თავისი სვლით განაგრძობს, მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო საშუალება, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორია თავისი სვლით დატოვა, დანიშნულების ადგილზე მივიდა;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  6

ჭ.ბ.ბ) საზღვაო ან საჰაერო გადაზიდვისას გადამზიდავი არის პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას და გასცემს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გადაზიდვის დოკუმენტს;
    ხ) შესყიდვის საკომისიო − იმპორტიორის მიერ შესაფასებელი საქონლის ყიდვისას მისი წარმომადგენლისთვის გადახდილი ან გადასახდელი ნებისმიერი ანაზღაურება;
    ჯ) იმპორტის გადასახდელი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი, დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით წარმოიშობა;
    ჰ) ბარგი – მგზავრისგან განცალკევებულად გადასაზიდი საგანი; ჰ-1) საბაჟო ორგანოს საწყობი – შემოსავლების სამსახურის საბაჟოკონტროლის ზონა, სადაც ხდება საქონლის შენახვა; ჰ-2) ხელბარგი – მგზავრის მიერ პირადად გადასატანი საგანი; ჰ-3) გაფორმების ეკონომიკური ზონა – შემოსავლების სამსახურის სპეციალურად შექმნილი საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხდება საქონლის გაფორმება; ჰ-4) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  6

ჰ-5) საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები; ჰ-6) აღმჭურველი გადაწყვეტილება – საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც დაინტერესებულ მხარეს რაიმე უფლებას ან სარგებელს ანიჭებს; ჰ-7) ტრანზიტი − საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უცხო ქვეყნებს შორის ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით; ჰ-8) სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე მილსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი ან ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელიც მგზავრის გადაყვანისთვის ან/და საქონლის გადაზიდვისთვის გამოიყენება;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  6

ჰ-9) საბაჟო მარშრუტი – საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ტრაექტორია ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილამდე (საბაჟო კონტროლის ზონამდე ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილამდე ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილამდე) გადაზიდვის/გადატანის მიმართულება.
2. ტერმინი (ცნება), რომელიც ამ კოდექსში განმარტებული არ არის, ამ კოდექსში გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რომელიც მას აქვს საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში.