Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 162 რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა. 1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს უფლება, წარდგენილ რეექსპორტის შეტყობინებაში შეიტანოს ცვლილება. 2. რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ: ა) საბაჟო ორგანომ რეექსპორტის შეტყობინების წარმდგენს აცნობა ამ შეტყობინებით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ; ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა წარდგენილი მონაცემების უზუსტობა ან არასრულობა; გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი. 3. თუ რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი არ იქნა, საბაჟო ორგანომ ეს შეტყობინება ბათილად უნდა ცნოს: ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე; ბ) ამ შეტყობინების წარდგენიდან 150 დღის გასვლის შემდეგ. 4. რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |