FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  2234

„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება.
1. პირის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების ან თავისთვის ან/და სხვისთვის მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მისაღებად ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, „ქურდული სამყაროს“ წევრმა/„კანონიერმა ქურდმა“ განახორციელა თუ არა რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
2. მესამე პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შედეგად წინასწარი შეცნობით მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.