Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 58 ინფორმაცია და განმარტება. 1. პროკურორმა დაზარალებულის მოთხოვნის შემთხვევაში წინასწარ უნდა შეატყობინოს მას შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო: ა) ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან; ბ) წინასასამართლო სხდომა; გ) სასამართლოს მთავარი სხდომა; დ) სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომა; ე) სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომა; ვ) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინფორმაცია დაზარალებულს წერილობით უნდა გადაეცეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი საშუალებით გადაცემა გონივრულია მოცემულ გარემოებებში და საკმარის დროს იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. 21. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაზარალებულს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შეზღუდვიდან გამომდინარე, სპეციფიკური საჭიროების გათვალისწინებით. 3. პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადება. საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. |